ხის სახლის მშენებლობა. Updated 2022
  • Allwood2022

ხის სახლის აშენება

ხის სახლის აშენება: All Wood გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ხის მასალისგან დამზადებული კოტეჯების, საცხოვრებელი სახლების და სასტუმროების მშენებლობას კარკასული ტიპის მშენებლობის მეთოდიკის გამოყენებით

ბუნებასთან ჰარმონია

ბოლო წლებში ხე, როგორც სამშენებლო მასალა, სულ უფრო პოპულარული გახდა. 21 -ე საუკუნეს მოიხსენიებენ, როგორც “ხის ხანის დასაწყისს” [1]. მიუხედავად იმისა, რომ ხისგან სტრუქტურები შენდებოდა ათასობით წლის განმავლობაში, ბოლო წლებში, ხის, როგორც სამშენებლო მასალის გამოყენების პოპულარობა გაიზარდა. დღეს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ხეს არამხოლოდ კოტეჯებისთვის არამედ ისეთი რთული პროექტებისთვისაც, როგორიცაა საცხოვრებელი, ოფისები, მუზეუმები, ხიდები და სპორტული სტადიონებიც კი. ერთი-ერთი მაგალითია Mjøstårnet ნორვეგიაში, 18 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის შენობა, რომლის სიმაღლეა 85.4 მეტრი. ——> სურათი.

All Wood გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ხის მასალისგან დამზადებული კოტეჯების, საცხოვრებელი სახლების და სასტუმროების მშენებლობას კარკასული ტიპის მშენებლობის მეთოდიკის გამოყენებით.

ხის, როგორც სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალის, პოპულარიზაციის გაზრდის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  • ხარჯების შემცირება: ხით აშენებული და მოპირკეთებული კოტეჯები და სახლები ღირს უფრო ნაკლები, ვიდრე რკინა ბეტონით აშენებული ობიექტები. ხით მშენებლობის დროს დამატებით მცირდება სამშენებლო ხარჯები საძირკვლისა და კედლების აშენებაზე, რადგან რკინა ბეტონის საძირკვლის მაგივრად გამოიყენება წერტილოვანი საძირკველი.
  • სამშენებლო ობიექტი მზადაა უმოკლეს ვადაში. ხშირად მშენებლობის დასამთავრებლად საჭიროა სულ რაღაც 4-6 კვირა რაც საშუალებას გაძლევთ მალევე ჩაუშვათ შენობა ექსპლუატაციაში. ამ ვადებში შედის შიდა და გარე მოპირკეთება რომელიც შესაძლოა გაკეთდეს დაუყოვნებლივ.
  • ხის ნაგებობების მშენებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. არ არის აუცილებელი დაველოდოთ ამინდების გამოსვლას რაც ზოგიერთ მთიან რეგიონში ხშირად შესაძლოა ნიშნავდეს ზამთრის გადასვლას, რაც ასოცირდება 4-5 თვე ლოდინთან. ხის სახლების და კოტეჯების მშნებლობა შეიძლება წლის ნებისმიერ დროს.
  • შემცირებული კომუნალური გადასახადები: ხეს გააჩნია უნაკლო თბოსაიზოლაციო თვისებები. ფოლადი, ალუმინი, მინა და სხვა სამშენებლო მასალასთან შედარებით ხე ენერგო ეფექტურია და იწვევს ენერგიის ნაკლებ გადინებას სახლიდან. ენერგოეფექტურობის ფონზე ხისგან აშენებულ და დათბუნებულ სახლშებში გათბობა გაგრილების ხარჯები 5-7ჯერ მცირდება.
  • ესთეტიურად მრავალმხრივი და მყუდროობა. მსოფლიოში არსებობს ათასობით სხვადასხვა სახეობის ხე. ხის მრავალმხრივი სახეობები ძალიან ზრდის დიზაინის მრავალფეროვნებას. სხვადასხვა ხეს აქვთ განსხვავებული აკუსტიკა და გარეგნობა. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს დააკავშიროთ ხის მრავალი სახეობა, რათა გამოაცოცხლოთ თქვენი სამშენებლო იდეები. ამგვარად, ხეს შეუძლია უზრუნველყოს სასიამოვნო საცხოვრებელი გარემოს შექმნა სეზონის მიუხედავად, მისი ბუნებრივი უნარის გამო შენობა „სუნთქავს“.
  • ეკოლოგიურად სუფთა. სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით ხე არის ეკოლოგიურად სუფთა მასალა და ნაკლებ ზიან აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ხე არ არის ქიმიურად დამუშავებული და მისი პირველადი სახე შენარჩუნებულია. ხის მასალის უსაფრთხოება სხვა მასალებთან შედარებით არის ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მისი პოპულარიზაციისათვის.
  • გარემოსთვის ნაკლებად საზიანო. საზღვარგარეთ ხე აღიარებულია როგორც ბუნებისთვის ყველაზე ნაკლებად საზიანო სამშენებლო მასალა რადგან ის წარმოადგენს განახლებად რესურსს და მდგრადი სატყეო მეურნეობის პირობებში, სულ მცირე იმდენი ახალი ხე იზრდება, რამდენიც გამოიყენება მშენელობისათვის. ხე არის ერთადერთი მასალა, რომელიც ასევე “განახლებადია”. ის კვლავ იზრდება მოსავლის აღების შემდეგ. ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, მინერალები, ხრეში და სხვა ნედლეული კი ამოწურვადი რესურსებია. ტყეების პასუხისმგებლობით მართვის პირობებში ხე როგორც სამშნებლო მასალა ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს.
  • უსაფრთხო. დადასტურებულია, რომ ხის შენობები ყველაზე კარგად უმკლავდებიან მიწისძვრებს და ახლა ისინი შენობების ყველაზე გავრცელებული ტიპებია მიწისძვრისადმი მიდრეკილ ადგილებში. ეს გამოწვეულია ხის მოქნილობით, რაც საშუალებას აძლევს მას უფრო მეტად მოხრილი იყოს ვიდრე სხვა მასალები დეფორმირების ან გატეხვის გარეშე. ხე მუშავდება ცეცხლ საწინააღმდეგო და  და ჭიების საწინააღმდეგო ხსნარებით რაც კიდევ უფრო ზრდის მის უსაფრთხოებას.